Tuesday, April 10, 2012

პატარძეულის ისტორიულ–კულტურული ძეგლები

პატარძეულის ისტორიულ–კულტურული ძეგლები

პროექტის მოკლე აღწერა:
დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში, როცა კომუნიკაციის    ყველაზე ხელსაყრელი და სწრაფი სახე ინტერნეტკავშირია, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საინტერელო პროდუქცია ჩვენი სოფლის ისტორიულ–კულტურული ძეგლების შესახებ. ჩვენს სოფელში 26 საყდარი და 4 ციხეა. ორი მოქმედი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ–ერთით საპატრიარქო დაინტერესდა, აღადგინა ეკლესია  გალავნითურთ და ახლა იქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. ჩვენი სურვილია, შევასწავლოთ მოსწავლეებს ადგილობრივი ისტორიული ძეგლები, შექმნან საინფორმაციო ბანკი.  

როექტის სრული აღწერა
მოსწავლეები შეისწავლიან პატარძეულის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიებსა და ციხე–კოშკებს. მოიპოვებენ ინფორმაციას  და შეექმნებათ წარმოდგენა მათს შესახებ. გაეცნობიან მეფეთა და იმ ადამიანთა მოღვაწეობას, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ჩვენი სოფლის წარსულთან. მოიძიებენ მასალებს არქივიდან, მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან, უხუცესი ადამიანებისგან(ალექსანდრე ელერდაშვილისგან). მოაწყობენ ექსკურსიებს, შეადგენენ ადგილის გეგმებს, შეაგროვებენ ტოპონიმებს, გადაიღებენ ფოტო–სურათებს, ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს.სტატისტიკურად  გამოითვლიან ძეგლების ასაკს, დაადგენენ  მიახლოებით მანძილს ტაძრებს შორის, დაახარისხებენ ფართობისა და სიდიდის მიხედვით.


მონაწილეთა ასაკი   : მე–7–დან მე –11 კლასის ჩათვლით.

ვადები:   ერთი თვე

აქტივობები კლასებში: ინფორმაციის მოძიება, ფოლკლორის, ტოპონიმიკის ნიმუშების შეგროვება, ნახატებისა და ფოტო–სურათების გამოფენა,  ელექტრონული ჟურნალის შექმნა, საჭირო გაზომვების ჩატარება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა მოვალეობისა და პასუხისმგებლური გრძნობის ამაღლება. ჩვენი აღსაზრდელები უნდა გაუფრთხილდნენ წინაპრების ნამოღვაწარს და საკუთარი წვლილი შეიტანონ ისტორიულ ძეგლთა შენარჩუნებასა და განვითარებაში.

სარგებელი სხვებისთვის:  ინტერნეტსივრცეში განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები. ამ პროექტის  საიტის დამთვარიელებლებს თვითონაც გაუჩნდებათ სურვილი საკუთარი კულტურის ძეგლების შესწავლისა და ზრუნვის, გაეცნობიან საქართველოს ერთ–ერთი უძველესი და ლამაზი სოფლის პატარძეულის ისტორიულ–კულტურულ მემკვიდრეობას.

სამუშაო ენა:  ქართული



საგნებთან კავშირი: 1. ქართული ენა და ლიტერატურა, 2. მათემატიკა, 3. გეოგრაფია, 4.მუსიკა
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
პროექტის ავტორები: გიული ელერდაშვილი, მაია მელიქაძე, გულნარა მთვარაძე, ნონა ელერდაშვილი.
პროექტის ავტორების ელ.ფოსტა: meliqadze.ma@gmail.com,  mtvaradze.gu@gmail.com, elerdashvili.gu@gmail.com, elerdashvili.no@gmail.com.
პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: